ზაზა გაბუნია: მშენებლობის საკითხებში რისკებისა და საფრთხეების გამორიცხვა უკიდურესად პრინციპული საკითხია, ამიტომ ინიციატივას მხარდაჭერა ექნება

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში ცხოვრება მომავალში არ უნდა შენარჩუნდეს ნორმად, ამიტომ კახა კალაძის ინიციატივას მხარდაჭერა ექნება.
ზაზა გაბუნია:  არსებობს რისკები, რომლებიც შესაძლოა, საფრთხე გახდეს მოსახლეობისთვის, ამიტომ ასეთი საკანონმდებლო ცვლილებები აუცილებელია.
იქნება ეს K1 და K2 პარამეტრების დარღვევა, სიმაღლის პარამეტრის დარღვევა, უნებართვო მშენებლობა თუ მუნიციპალური ინსპექციის მიერ გაცემული, მშენებლობის შეჩერების შესახებ აქტის შეუსრულებლობა, უნდა არსებობდეს მათზე რეაგირების მექანიზმები, რომ დაცული იქნას ჩვენი მოქალაქეების უსაფრთოება. ეს პრინციპული საკითხია.”
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მუნიციპალიტეტს სჭირდება სათანადო მექანიზმები სამშენებლო დარღვევების აღსაკვეთად და უკანონო მშენებლობებთან მიმართებით ეფექტური პოლიტიკის განსახორციელებლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები