ბორჯომში ბებიასა და შვილიშვილებს მანქანა დაეჯახათ

ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ქვეითად მოსიარულე ბებიასა და ორ შვილიშვილს ავტომანქანა დაეჯახათ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალბატონი და ორი არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
მათივე ცნობით, მძღოლი არ მიმალულა. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები