ვასაძის თანამოაზრეების ადვოკატი: ლგბტ თემის წინააღმდეგ ლეგიონები შეიქმნება

ლევან ვასაძის განცხადებებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოსაკითხი პირების ადვოკატი, დავით ცინცქილაძე აცხადებს, რომ ლგბტ აქტივისტების მიერ „პრაიდის“ გამართვას არ დაუშვებენ. როგორც ადვოკატმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მათი მხარდამჭერები თვითორგანიზებას მოახდენენ და ლეგიონებს შექმნიან.
ჟურნალისტების კითხვაზე, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, თუ მათი თანამოაზრეების მხრიდან ძალადობა იქნება, ადვოკატი ამბობს, რომ ყველა ადამიანი თავის ქმედებაზე იქნება პასუხისმგებელი და ის სხვის საქციელზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.
„ეს აქცია ჩემი ორგანიზებით არ იქნება მოწყობილი. მოწყობილი იქნება ქართველი ხალხის ორგანიზებით. იქ მოხდება ქართველი ხალხის მობილიზება. შეკრებილი ხალხი მოახდენს თვითორგანიზებას, ჯგუფებად დაყოფას. ჯგუფების მიერ მოხდება ათეულების, ასეულების, ათასეულების და ლეგიონების ჩამოყალიბება. ყველა ადამიანი აგებს პასუხს იმ ქმედებაზე, რასაც თავად განახორციელებს. მე, დავით ცინცქილაძე, უფლებადამცველი, ვაგებ ჩემს კონკრეტულ ქმედებაზე პასუხს. სხვის ქმედებაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ, თუ ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ევროპულ კონვენციას, სისხლის სამართლის კოდექსსა და საზოგადოების მორალს.
ლეგიონები, ამ ეტაპზე, არ არსებობს. ლეგიონები შეიქმნება იმ ლოკაციაზე, სადაც ეს ლიბერასტები, მამათმავლები იქნებიან“, – განაცხადა ადვოკატმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები