ანრი ოხანაშვილი: ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ უსახური და საფრთხისშემცველი მშენებლობები ჩვენს ქალაქში

„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ დედაქალაქის მერის ახალ ინიციატივას, რათა ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ უსახური და საფრთხის შემცველი მშენებლობები ჩვენს ქალაქში“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი კახა კალაძის ახალ ინიციატივას, რომელიც შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის საკითხს ეხება.
„უკანონო მშენებლობების საკითხის დარეგულირებით დავიცავთ ჩვენი საზოგადოების ინტერესებს, რათა მათ იცხოვრონ ჯანსაღ და დაცულ გარემოში. ჩვენთვის ყველასთვის ბიზნესის ხელშეწყობა პრიორიტეტულია, რათა მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას და ინვესტიციები განხორციელდეს, თუმცა  ეს არ უნდა მოხდეს დედაქალაქის საზიანოდ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, კახა კალაძის განცხადებით, იმ შენობა-ნაგებობაში ადამიანების ცხოვრება, რომელიც ექსპლუატაციაში არაა მიღებული, კანონით კვლავ აიკრძალება.

„აქტი, რომელიც 2009 წელს გაუქმდა და რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში ცხოვრება, კვლავ ძალაში შევა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები