მთვარისა ნავერიანი, ნიკა გვარამიას დაკითხვის მოთხოვნით, გიორგი გახარიას მიმართავს

0

მთვარისა ნავერიანი შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს და „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკითხვას სთხოვს.
შესაბამისი განცხადება მან შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან ადვოკატ ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც ნავერიანი აცხადებს, პროკურატურამ დაადასტურა, რომ მასზე გვარამიამ ფიზიკურად იძალადა, თუმცა ერთ წელზე მეტია, ტელეკომპანიის დირექტორი არ დაკითხულა.
შეგახსენებთ, რომ მთვარისა ნავერიანმა ნიკა გვარამიას ​წინააღმდეგ სარჩელი პროკურატურასთან ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ შეიტანა. ნავერიანი ნიკა გვარამიას ფიზიკურ ძალადობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში სდებს ბრალს.

კომენტარები

კომენტარი