ნათია თურნავა: საქართველოში 140 სოფელი, სადაც შუქი არ არის, განათდება

„უშუქო სოფლების პრობლემას საბოლოოდ მოვაგვარებთ. საქართველოში 140 სოფელია რეგისტრირებული, რომელიც ელექტროენერგიით არ მარაგდება და ამ საკითხს ჩვენ სხვადასხვა მიდგომით მოვაგვარებთ. საქართველოში ელექტროენერგიის პრობლემა არ უნდა არსებობდეს და ამას ჩვენ სრულად აღმოვფხვრით”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში” გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო შეიძენს და დაამონტაჟებს მზის პანელებს იმ სოფლებში, სადაც ელექტროენერგიის მიღების სხვა წყარო არ არსებობს. მისი თქმით, იქ, სადაც შესაძლებელია მიკრო და მცირე ჰესების რეაბილიტაცია და აშენება, მთავრობა აღნიშნულ ინფრასტრუქტურას ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს გადასცემს და ამ სადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ადგილობრივ მოსახლეობა მიეწოდება.
ნათია თურნავას განცხადებით, მალე დაიწყება შატილში მცირე ჰესის რეაბილიტაცია, რომლის დადგმული სიმძლავრე 200 კვტ იქნება. ჰესი ლოკალური ქსელის მეშვეობით ადგილობრივ  მოსახლეობას მოამარაგებს  ელექტროენერგით, ასევე, დაგეგმილია მიკრო და მცირე ჰესების მშენებლობა – რეაბილიტაცია დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – როშკაში, არდოტში, არხოტში და ა.შ.
მინისტრმა, ასევე, გაამახვილა ყურადღება ელექტროგადამცემი ხაზების მიყვანაზე იმ დასახლებებში, სადაც ეს შესაძლებელია. ასეთი სოფლებია მესტიის მუნიციპალიტეტში ხალდე და ჰეშკილი. ამ სოფლების ელექტრიფიკაციის პროექტისთვის ბიუჯეტში თანხა გამოყოფილია და მალე აქტიური მშენებლობა დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები