კახა კალაძე: იმ შენობა-ნაგებობებში მოქალაქეების ცხოვრება, რომლებიც ექსპლუატაციაში არაა მიღებული, კვლავ კანონით აიკრძალება

„დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, იმ შენობა-ნაგებობაში ადამიანების ცხოვრება, რომელიც ექსპლუატაციაში არაა მიღებული, ისევ კანონით აიკრძალება“, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე ქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მერის განმარტებით, აქტი, რომელიც 2009 წელს გაუქმდა და რომელის მეშვეობითაც შესაძლებელი გახადა ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში ცხოვრება, კვლავ ძალაში შევა. მისი თქმით, დღეს უკვე შეუძლებელია ექსპლუატაციაში მიუღებელი კორპუსებიდან მოსახლეობის გამოყვანა, თუმცა, შესაძლებელია სამომავლოდ არ მოხდეს ისეთ შენობა-ნაგებობებში ადამიანების ცხოვრება, რომლებიც ექსპლუატაციაში არ იქნება შესული.
„2009 წელს გაუქმდა აქტი და ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში შესაძლებელი გახდა ადამიანების შესახლება და ცხოვრება. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება მაშინ მიღებული იყო იმიტომ, რომ სამშენებლო სექტორისთვის ხელშეწყობა მომხდარიყო, თუმცა დღეს უკვე იკვეთება, რომ ეს სერიოზული პრობლემაა. ვიღებთ გადაწყვეტილებას და გვინდა რომ ეს აქტი, რომელიც 2009 წლამდე მოქმედებდა, დავაბრუნოთ ძალაში და შეუძლებელი იქნება იმ შენობა-ნაგებობაში ადამიანების შესვლა და ცხოვრება, რომელიც არ არის ექსპლუატაციაში მიღებული. ზოგადად, ექსპლუატაციაში მიღება არის ზედამხედველობის ის ნაწილი, რომლითაც დგინდება რამდენად შესაბამისობაშია ნაგებობა პროექტთან და უსაფრთხოების ნორმებთან. თქვენ იცით, რომ, როდესაც სამშენებლო ნებართვის გაცემა ხდება, იმ ნებართვის საფუძველზე უნდა განხორციელდეს შენობა-ნაგებობის პროექტი. სამწუხაროდ, ჩვენ დღეს იმ სამართლებრივ მოცემულობაში ვართ, როდესაც შეუძლებელია ექსპლუატაციაში მიუღებელი კორპუსებიდან მოსახლეობის გამოყვანა, თუმცა მიგვაჩნია, რომ ის მაინც უნდა გავაკეთოთ, რომ სამომავლოდ არ დავუშვათ ისეთ შენობა-ნაგებობებში ადამიანების ცხოვრება, რომლებიც ექსპლუატაციაში არ იქნება შესული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები