ინდონეზიაში, მიგრანტების გემის ჩაძირვის შედეგად, 19 ადამიანი დაიღუპა

ინდონეზიის კუნძულ მადურასთან ახლოს, მცირე ზომის გემის ჩაძირვის შედეგად, 19 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი სამართალდამცველების განცხადებით, გემს მგზავრები არალეგალურად გადაჰყავდა. ინფორმაციას ინციდენტის შესახებ პორტალი Detik-ი ავრცელებს.
აღმოსავლეთ იავას პროვინციის პოლიციის უფროსის, ბარუნგა მანგერის თქმით, მაშველები ამ დრომდე განაგრძობენ მგზავრების ძებნას. მისივე თქმით, ბორტზე, დაახლოებით, 60 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 39-ის გადარჩენა უკვე მოხერხდა.
გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნული გემით მიგრანტები არალეგალურად ცდილობდნენ სხვა ქვეყანაში გადასვლას, დაშავებულების ზუსტი რაოდენობა, ამ დროისთვის, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები