ლევან ჩაჩუა: „თბილისი პრაიდს“ ღონისძიებას არ ჩავატარებინებთ, ნახავთ როგორც

“საზოგადოება შანტაჟში ჰყავს ამ ორგანიზაციას, არც სახელმწიფოს, არც შინაგან საქმეთა სამინისტროს, არც ეკლესიისა და არც რიგითი მოქალაქეების აზრს და სხვა რამეს არ ითვალისწინებს”, – ასე ეხმაურება ბიზნესმენ ლევან ვასაძის თანამოაზრე ლევან ჩაჩუა „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორთა გადაწყვეტილებას „ღირსების მარშის” ჩატარებასთან დაკავშირებით.
„ეს ორგანიზაცია 30 ვერცხლის გამო მაინც ცდილობს, რომ ქვეყანაში მოახდინოს ესკალაცია და დაპირისპირება“, – აცხადებს ჩაჩუა.
მისი თქმით, „თბილისი პრაიდს” „ღირსების მარშის“ ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.
„გამოწვევაა მათი მხრიდან ეს და ამ გამოწვევას ვიღებთ. ვერანაირ ღონისძიებას “პრაიდის” ფარგლებში მშვიდად ვერ ჩაატარებენ და ამას ვპირდებით. გუშინ შსს-ში მკითხეს კომბლებზე, სად არის საწყობიო და ვუთხარი, რომ სხვენში არის კომბლესთან. რომელს ხედავთ აქ კომბლით?! არ ჩავატარებინებთ, ნახავთ როგორც. პოლიციის კორდონი არ გაირღვევა, ისე არ ჩავატარებინებთ, არ დაგვჭირდება გარღვევა. საზოგადოება ისე არის მობილიზებული და ერთსულოვანი, რომ ყველანაირად შევეცდებით, არ ჩავატარებინოთ. ფიზიკურ დაპირისპირებას არ ვაპირებთ, პრაიდი ვიცი მე ლომების და არა ქათმების, ამიტომ ქათმების პრაიდთან დაპირისპირებას არ ვაპირებთ”, – განაცხადა ლევან ჩაჩუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები