მამუკა მდინარაძე: ახალ გამოწვევებსა და რეფორმებს ეკა ტიკარაძე თავს კარგად გაართმევს

“გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ყოველთვის არის საჭიროება, გადახალისდეს კონკრეტული სფერო – ახალი ენერგია გაჩნდეს”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მდინარაძე დარწმუნებულია, რომ ჯანდაცვის ახალი მინისტრი – ეკა ტიკარაძე ახალ გამოწვევებსა და რეფორმებს კარგად შეუდგება
„გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ყოველთვის არის საჭიროება, გადახალისდეს კონკრეტული სფერო – ახალი ენერგია გაჩნდეს. ახალი გამოწვევების პარალელურად, სფერო ჩაიბაროს ისეთმა ადამიანმა, ვისაც კარგი მენეჯერული გამოცდილება აქვს როგორც საქართველოში, ასევე – უცხოეთში. ამ გამოცდილებების ფონზე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალ გამოწვევებსა და რეფორმებს ეს ადამიანი კარგად შეუდგება. რაც შეეხება დავით სერგეენკოს – მე დარწმუნებული ვარ, ის კიდევ დიდ ხანს გამოადგება ჩვენს ქვეყანას”, – აცხადებს მდინარაძე.
ოპოზიციის ბრალდებებს, რომ მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტება ბიძინა ივანიშვილის კადრებით ხდება, მდინარაძე შემდეგნაირად პასუხობს.
„ოპოზიცია სასაცილო კომენტარებსაც აკეთებს და ისინი ცდილობენ, იუმორის ჟანრში გადაიტანონ. თუ საუბარია გამოცდილ, განათლებულ და კარგ მენეჯერზე, დამატებითი არგუმენტები ყურადღებამისაქცევი არ არის იქედან გამომდინარე, რომ მთავარია, სფეროს ჰყავდეს წარმატებული ლიდერი, რომელიც ისეთივე წარმატებით გაართმევს თავს, როგორც ეს გააკეთა დავით სერგეენკომ“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები