ხობში საბავშვო ბაღიდან ტელევიზორები მოიპარეს – დაკავებულია ერთი პირი

“შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1990 წელს დაბადებული ი.ფ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხობის N2 საჯარო ბაღიდან 2 პატარა ტელევიზორი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ი.ფ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ტელევიზორები ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – აცხადებენ შსს-ში.
მათივე ცნობით, გამოძიება ქურდობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები