ვერის ბაღში აქციის მონაწილე კიდევ 5 პირის გამოკითხვა მიმდინარეობს

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ვერის ბაღში გამართული აქციის კიდევ ხუთი მონაწილე გამოცხადდა გამოკითხვაზე.

პირველი არხის ინფორმაციით, გამოკითხვაზე შესვლამდე, კომენტარი გააკეთა მერაბ როდონაიასა და ჯაბა მუსელიანის ადვოკატმა დავით ცინცქივაძემ. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები უდანაშაულოები არიან და არ იციან, რატომ დაიბარეს.

„რამდენიმე საათის წინ გამომძიებელმა გვთხოვა, გამოკითხვის მიზნით მოვსულიყავით. ჩემს კითხვებზე, რომელ სისხლის სამართლის საქმეზე ვართ დაბარებული, ამას შესვლის შემდეგ გავიგებთ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები არიან უდანაშაულოები, ისინი გაკვირვებულები არიან, თუ რატომ დაიბარეს. ჩემი ინტუიციით, ეს დაბარება დაკავშირებულია თითქოსდა რაღაც ფორმირების შექმნასთან.“, – განაცხადა ადვოკატმა დავით ცინცქივაძემ.

ადვოკატის ინფორმაციით, გამოსაკითხად დაბარებულია ჯამში 30 ადამიანი. მისივე თქმით, ნაწილს სხვა დღეებში გამოკითხავენ.

დიღმის სამმართველოში ამ დროისთვის სულ რვა პირი იმყოფება გამოკითხვაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები