ანტალიაში ქართველი ქალის ცხედარი აღმოაჩინეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას, რომ თურქეთში, კურორტ ანტალიის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც „კვირას“ საგარეო უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, თურქეთში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.
ამასთან, უწყების განმარტებით, თურქეთში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელი გარდაცვლილის ოჯახის წევრებს უკვე დაუკავშირდა და დაწყებულია გამოძიება, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რის დასრულების შემდეგაც მოხდება ცხედრის საქართველოში გადმოსვენება.
თურქული მედიის ინფორმაციით, ანტალიაში ქართველი ქალის ცხედარი საცხოვრებელ სახლში იპოვეს.
გარდაცვლილს ძალადობის კვალი აღენიშნება.
როგორც ადგილობრივი მედიასაშუალებები იუწყებიან, ქალი, სავარაუდოდ, თოკით არის მოკლული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები