თამარ ჩუგოშვილი: აშშ-ს საქართველოსთან ძალიან მჭიდრო და კარგი ურთიერთობა აქვს, უფრო კარგი, ვიდრე ოდესმე

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა შეერთებულ შტატებში სამთავრობო და საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტები შეაჯამა. თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, აქამდე არასოდეს მომხდარა, რომ აშშ-ს ცალკე მდგომი კანონი მიეღო საქართველოს შესახებ.
“ეს გამოიხატება კონკრეტულ და ძალიან სერიოზულ გადაწყვეტილებებში, როგორებიც არის მაგალითისთვის, თავდაცვის სფეროში უპრეცედენტო თანამშრომლობა. საქართველოს მხარდამჭერი აქტი, რომელსაც კონგრესის საგარეო საქმეთ კომიტეტმა ახლახან უყარა კენჭი და გადავიდა შემდეგ ეტაპზე. არასოდეს ყოფილა აქამდე, რომ აშშ-ში ცალკე მდგომი კანონი მიეღოთ საქართველოს შესახებ. ჩვენ ამას გეუბნებით ფაქტებით, რომ ჩვენი თანამშრომლობა აშშ-სთან არასოდეს ყოფილა ასე კარგი”,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
​მისივე თქმით, ერთი კვირის წინ, საპარლამენტო დელეგაცია, საკმაოდ დიდი შემადგენლობით, იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან.
“ამდენად, ზუსტად ვიცი, რომ იმ რეფორმებს, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით, აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, ყველა მიმართულებით: ფინანსური, ტექნიკური, ექსპერტული თუ პოლიტიკური. ჩვენ გვეუბნებიან: სწორ გზას ადგახართ, სწორ რეფორმებს ახორციელებთ და ჩვენ ვართ თქვენ გვერდით”, – განაცხადა “ტვ პირველის” ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები