გიგა ბოკერია: რის წინააღმდეგაც არის კარასინი, ის არის კარგი საქართველოსთვის

როცა კარასინი, ან ვინმე რუსეთის ფედერაციიდან რამის წინააღმდეგ გამოდის, შეგვიძლია, ძალიან მშვიდად დავასკვნათ, რომ რის წინააღმდეგაც ის არის, არის კარგი საქართველოსთვის – ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის ნატოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
“როცა კარასინი ან ვინმე რუსთის ფედერაციიდან რამის წინააღმდეგ გამოდის, შეგვიძლია, ძალიან მშვიდად დავასკვნათ, რომ რის წინააღმდეგაც ის არის, არის კარგი საქართველოსთვის. ცნობილი გამოთქმა რომ გადავაკეთოთ: რის წინააღმდეგაც არის კარასინი, ის არის კარგი საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, ნატოში გაწევრიანების გზაზე ნებისმიერ პროგრესს რუსეთი ეწინააღმდეგება იმიტომ, რომ ეს პროგრესი ზღუდავს რუსეთის შესაძლებლობა, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა დაამხოს – ეს არის მათი ამოცანა.ნატოს წინააღმდეგი არიან არა იმიტომ რომ საფრთხეს ხედავენ საქართველოსგან, როცა ის ნატოს წევრია, ნატოს წევრობა არ არის არავის წინააღმდეგ მიმართული, ნატოში საქართველოს გაწევრიანების წინააღმდეგი არიან, რადგან ეს შეზღუდავს მათ შესაძლებლობას, რომ ჩვენს თავისუფლებას დაემუქრონ. ამიტომ არის ეს ჩვენთვის კარგი. სამწუხაროა, რომ ჩვენ არ გვყავს მთავრობა, რომელიც ამ გზაზე იმოქმედებს თანმიმდევრულად და გააზრებულად,“- განაცხადა ბოკერიამ.
საქართველოს ნატოში დაჩქარებული მიღება რუსეთთან ურთიერთობაზე დამღუპველად იმოქმედებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რადიო “თავისუფლებასთან” ინტერვიუში აბაშიძე-კარასინის შეხვედრის მორიგი რაუნდის დაწყებამდე განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები