ზვიად ძიძიგური: შუალედური არჩევნების შედეგები ოპოზიციისთვის ,,ცივი შხაპი” იყო

შუალედური არჩევნების შედეგები ოპოზიციისთვის სერიოზული ,,ცივი შხაპი” იყო და ამიტომაც ეძებენ დღეს კრიმინალებ,- ამის შესახებ საპარამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, ტელეკომპანია ,,იმედის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

,,ის, რომ მთაწმინდის და, ზოგადად, შუალედურ არჩევნებში ,,ქართული ოცნება” გაიმარჯვებდა, ეჭვი არ მეპარებოდა იმ ვითარებიდან გამომდინარე, რა ვითარებაცაა ქვეყანაში შექმნილი. რამდენიმე კვირით თუ თვით ადრე უმრავლესობა დატოვა რამდენიმე დეპუტატმა და მუდმივად ოპოზიციურ ტელეარხებზე მიდიოდა საუბარი, რომ ,,ოცნება” დაშლილია და არჩევნებს წააგებდა. მათ ისე დაარწმუნეს საკუთარი თავი ამაში, რომ შუალედური არჩევნების შედეგები მათთვის იყო სერიოზული ,,ცივი შხაპი”. ამიტომაც მე არ მიკვირს, რომ ჩვენი ოპონენტები ეძებენ დამნაშავეებს და საუბრობენ კრიმინალებზე,”- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები