ირაკლი კობახიძე: ვითარების ანალიზი გვაძლევს იმის პროგნოზირების საშუალებას, რომ ჩვენ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების მოგება არ უნდა გაგვიჭირდეს

ვითარების ანალიზი გვაძლევს იმის პროგნოზირების საშუალებას, რომ ჩვენ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების მოგება არ უნდა გაგვიჭირდეს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია ,,პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ხალხის გადასაწყვეტია, ვინ მოიგებს არჩევნებს, თუმცა ხელისფუგლება ვითარების ანალიზს აკეთებს.

,,ვინ მოიგებს მომავალ წელს არჩევნებს, ამას გადაწყვეტს ხალხი, თუმცა, ჩვენ ვაკეთებთ ვითარების ანალიზს და ვითარების ანალიზი გვაძლევს იმის პროგნოზირების საშუალებას, რომ ჩვენ არ უნდა გაგვიჭირდეს წესით, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების მოგება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამას აქვს თავის ბევრი მიზეზი, მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ მთავარი ოპონენტი, პოლიტიკური ძალა „ნაცმოძრაობა“ თავისი განშტოებებით არის დისკრედიტირებული და ამ ვითარებაში, ბუნებრივია, შედეგად ვიღებთ იმ სურათს, რაც მივიღეთ, მაგალითად, 2016 წელს და მოგვიანებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები