შეხვედრა წყლის შემდეგ ჰაერში – რუსული გამანადგურებელი სუ-27 ნატო-ს სადაზვერვო თვითმფრინავს აცილებს (ვიდეო)

რუსული გამანადგურებელი სუ-27 ნატო-ს სადაზვერვო თვითმფრინავს ბალტიის ზღვის თავზე მიჰყვება, რათა მას ფედერაციის საჰაერო საზღვრები არ დაერღვია.
სოციალურ ქსელში თვითმფრინავების შეხვედრის ამსახველ ვიდეოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო “იუთუბის” არხზე აქვეყნებს.
უწყების განცხადებით, ბალტიის ფლოტის საჰაერო თავდაცვის ძალების რუსული გამანადგურებელი უსაფრთხოების ნორმების დაცვით მხოლოდ იმიტომ აფრინდა, რომ ნატო-ს სადაზვერვო თვითმფრინავს ქვეყნის საჰაერო საზღვარი არ დაერღვია.
შეგახსენებთ, რომ 7 ივნისს წყნარ ოკეანეში აშშ-სა და რუსეთის ხომალდები ერთმანეთს 50 მეტრზე მიუახლოვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები