16 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა – ის ბრალს არ აღიარებს

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა და 16 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
მამაკაცს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით წაუყენეს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
დაზარალებულმა გოგონამ ბავშვი გააჩინა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ ი. ბ. ახალდაბადებული ბავშვის ბავშვის მამაა. პოლიციამ ის 10 ივნისს დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები