კიმ ჩენ ინის მოკლული ძმა ამერიკული დაზვერვის ინფორმატორი იყო

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ნახევარ ძმა, კიმ ჩენ ნამი, რომელიც 2017 წელს მალაიზიის აეროპორტში მოკლეს, ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ინფორმატორი იყო და არაერთხელ შეხვედრია მათ თანამშრომლებს. აღნიშნულ ინფორმაციას Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით აქვეყნებს.
“ამერიკულ დაზვერვასა და კიმ ჩენ ნამს შორის კავშირი იყო”, – ამბობს წყარო გაზეთთან ინტერვიუში.
გამოცემის ინფორმაციით, 2017 წლის თებერვალში კიმ ჩენ ნამი მალაიზიაში აშშ-ის დაზვერვის ერთ-ერთ წარმომადგენელთან შესახვედრად ჩავიდა. მანამდე კი რამდენიმე დღე ლანკავის კურორტზე გაატარა, სადაც ამერიკულ-კორეული წარმომავლობის მამაკაც შეხვდა. რასაც პოლიცია სასამართლოში ადასტურებს კიდეც.
აშშ-ის ყოფილი ჩინოვნიკების განცხადებით კი მას იაპონიასა და სხვა სახელმწიფოებთანაც ჰქონდა კავშირი.
“კიმ ჩენ ნამს, რომელიც მაკაოს იაპონურ ნაწილში ცხოვრობდა, თითქმის დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სხვა ქვეყნების მთავრობებთანაც ჰქონდა კავშირი, განსაკუთრებით კი – იაპონიასთან”, – აცხადებდნენ ისინი.
მანამდე კი აშშ-ის მუდმივმოქმედი წარმომადგენელი გაერო-ში ამბობდა, რომ კიმ ჩენ ინის ძმა რუსეთთან ურთიერთობის გამო იქნა მოკლული.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 13 თებერვალს იაპონიის ლიდერის ნახევარძმა – კიმ ჩენ ნამი კუალა ლუმპურის აეროპორტში გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციამ მის კანზე ნერვული პარალიზების გამომწვევი ნივთიერება იპოვა, რომლის გამოყენებაც საერთაშორისო კონვენციის მიხედვით, აკრძალულია. ამასთან, გარდაცვლილს თან ჰქონდა დიპლომატიური პასპორტი კიმ ჩხოლის სახელით, სამხრეთ კორეა კი ირწმუნებოდა, რომ ის ჩრ. კორეის ლიდერის ნახევარძმა იყო. მოგვიანებით, ეს ექსპერტიზით დამტკიცდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები