გია აბაშიძე: მგონი, კითხვის ნიშანი მოიხსნა, რეალურად ვინ ლობირებდა ფოთის პორტს ანაკლიის ხარჯზე

ექსპერტი გია აბაშიძე ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„არა არს დაფარული“… მგონი, კითხვის ნიშანი მოიხსნა, რეალურად ვინ ლობირებდა ფოთის პორტს ანაკლიის ხარჯზე. საჯარო აღიარება გავიგეთ და ისიც გაცხადდა, უეცრად რატომ მოხსნა ეკონომიკის მინისტრი ივანიშვილმა:
„ჩემი მინისტრობის პერიოდში ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით, მქონდა მთელი რიგი კითხვები“, – ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა“… – წერს აბაშიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები