დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი და კონსერვატიული პარტიის ლიდერი, ტერეზა მეი პოსტს ოფიციალურად დღეს დატოვებს, თუმცა პრემიერმინისტრის თანამდებობაზე მანამ დარჩება, სანამ მთავრობის ახალ ლიდერს არ აირჩევენ.
მეიმ აღნიშნულის შესახებ ორი კვირის წინ განაცხადა. მისი თქმით, პოსტის დატოვების მთავარი მიზეზი “ბრექსითის” შეთანხმების ვერმიღწევაა.
კონსერვატიული პარტიის 11 დეპუტატს დღეს 17:00 საათამდე აქვს დრო, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ვინ იქნება მათი ლიდერი და, შესაბამისად, ქვეყნის პრემიერმინისტრიც.