კახაძე შავგულიძეს: მიხეილ სააკაშვილია კარგი და ბოკერია-ადეიშვილი?!

“მიხეილ სააკაშვილია კარგი და ბოკერია-ადეიშვილი?!”, – ასე მიმართა მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ლადო კახაძემ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გადაცემა „საარჩევნო დებატებში“ „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატს, შალვა შავგულიძეს.
მისივე თქმით, კანდიდატები ამომრჩევლის წინაშე უნდა იყვნენ მართლები.
„თქვენ გინდათ, თქვენი სახელით “გაათეთროთ” ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, კაცი მოკლან და დამარხონ, მოსამართლეს ვერდიქტი გამოატანინონ, სამელნეში მელნის მაგივრად სისხლი ჩაუსხან და მერე მისივე დაწერილზე წამოაგონ. ისინი არიან კარგები?! მიხეილ სააკაშვილია კარგი და ბოკერია-ადეიშვილი?!
ამიტომ თქვენ გააგებინეთ ხალხს. თავი მათთან გაქვთ გასამართლებელი, ჩემთან კი არა. ჩვენ არასოდეს შეგვეცვლება ის ურთიერთობა, რაც გვქონდა. ჩვენ ბოლომდე ურთიერთობის ამ ფორმაში ვიქნებით, მაგრამ მოსახლეობასთან უნდა ვიყოთ მართლები – იმათ შვილებსა და შვილიშვილებთან, ვისაც კარგ, ბედნიერ მომავალს ვპირდებით“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები