ლადო კახაძე: დებატებით პატივი ვეცით ჩვენს მსმენელსა და ამომრჩეველს, რომ მათ სწორი არჩევანი გააკეთონ

“დებატები იყო იმისთვის, რომ პატივი ვეცით ჩვენს მსმენელსა და ამომრჩეველს, რომ საქართველოში არის პრეცედენტი, როდესაც არჩევნების წინ ორი ოპონენტი ერთმანეთს ედებატება მწვავედ, საგნობრივად, რათა ამომრჩეველმა სწორი არჩევანი გააკეთოს”, – ამის შესახებ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ “საქართველოს პირველი არხის” გადაცემა „საარჩევნო დებატების“ დასრულების შემდეგ განაცხადა.

„დიდი მადლობა “საზოგადოებრივ მაუწყებელს”, ჩემს ოპონენტს, დიდი მადლობა წამყვანს. რაც მთავარია, ეს ყველაფერი იყო იმისთვის, რომ პატივი ვეცით ჩვენს მსმენელსა და ამომრჩეველს, სრულიად საქართველოს ყველა ბინადარს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც ესმის ქართული ან გადაუთარგმნიან, რომ საქართველოში არის პრეცედენტი, როდესაც არჩევნების წინ ორი ოპონენტი ერთმანეთს ედებატება. ედებატება მწვავედ, საგნობრივად და ეს ყველაფერი იმისათვის, რომ ამომრჩეველმა გააკეთოს სწორი არჩევანი.
წინასწარ მინდა, ვუთხრა მადლობა ჩვენს თითოეულ მსმენელსა და მაყურებელს, რომ მათი გადაწყვეტილება იქნება არგუმენტირებული, სწორი და მომავალზე გათვლილი. „ქართულ ოცნებას“ აქვს მიზანი, აშენოს. ეს რთული პროცესია, მაგრამ მომავალზე გათვლილი. დესტრუქციას უნდა ერთი დღე, დესტრუქციას სჭირდება ერთი სიტყვა, ამიტომ დესტრუქტორის შეყვანა არის დამანგრეველი. კონსტრუქტორი შეიძლება, წაეხმაროს და ახლის შენებაში ბევრად გამოადგეს. მინდა, წინასწარ ვიწინასწარმეტყველო, რომ 9 ივნისი ჩაივლის მშვიდობიანად, ყველა წესების ჩათვლით და ამომრჩეველი თავის სწორ არგუმენტირებულ და მართლ გადაწყვეტილებას მიიღებს საარჩევნო ურნასთან.

მე უბრალოდ ვთხოვ, სახლში ნუ გაჩერდებით, მოდით თქვენი პოზიციის დასაფიქსირებლად და თქვენ  ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა კახაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები