STARTUP CAMP YOUTH TBILISI 2019 -ის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება

9 ივნისს, 19:30 საათზე, ევროპული სკოლა და Georgia’s Youth Entrepreneurs-ი Startup Camp Youth Tbilisi 2019-ის დაჯილდოების ცერემონიალს უმასპინძლებენ.
ორგანიზატორების ინფორმაციით, Georgia’s Youth Entrepreneurs დააარსა სკოლის ექვსმა მოსწავლემ: მარიამ გოგიძემ, ანა ბზიკაძემ, პიტერ ლიუსმა, ხუან მანუელ კუერო ბრავომ, ოთარ ჭიჭინაძემ და აბედ მანტიპოურმა. მათი მიზანია, ხელი შეუწყონ თანატოლებს სწრაფ განვითარებაში და შემოიღონ „სტარტაპ ქემფის“ კულტურა საქართველოში.
„სტარტაპ ქემფი“ სამდღიანი ღონისძიებაა მოზარდებისთვის, ვისაც აქვთ ინოვაციური იდეები და დაინტერესებულნი არიან სამეწარმეო საქმიანობით. სამი დღის განმავლობაში – 7,8, და 9 ივნისს, მოსწავლეები განახორციელებენ თავიანთ სტარტაპ იდეებს და იმუშავებენ სხვა ჯგუფის წევრებთან ერთად, მიიღებენ გამოცდილებას და მნიშვნელოვან ფიდბექს მენტორებისაგან, რომელიც პროფესიონალები არიან ბიზნესისა და ტექნოლოგიების განხრით.
მოზარდები ასევე შეძლებენ, შექმნან თავიანთი ბიზნესმოდელის მინიმალური გამომსახველი პროდუქტი, პროტოტიპი, რომელსაც შემდეგ წარადგენენ ჟიურის წევრებთან და გამარჯვებულები, 9 ივნისს, დაჯილდოვდებიან ფულადი ინვესტიციებით, პრიზებითა და სიგელებით.
პროექტში ჩართულები არიან ბევრი დიდი კომპანიის წარმომადგენლები, როგორიცაა „ვოლტი“, „იბერია“ ბიზნეს ჯგუფი, „ეკობინა“, „მომავლის ლაბორატორია“, ფებ-ლები და სხვა… მთავარი პარტნიორები არიან ევროპული სკოლა და „ბრითიშ ქოუნსილ ჯორჯია“.
იხ. მეტი: http://georgiaswyt.ml

მის: ევროპული სკოლა, ირ. სხირტლაძის #2.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები