ვეტერანმა ქალბატონმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

24-26 მაისს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, შოტოკან-კარატეში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც 30 ქვეყნის 1500-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელშეწყობით, ჩემპიონატის მონაწილეთა შორის იყო აფხაზეთის ომის ვეტერანი, საქართველოს კარატეს ფედერაციის წევრი, ტატიანა ქოროღლიშვილი, რომელმაც მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
„ტატიანა ქოროღლიშვილი საქართველოს ეროვნული გვარდიის სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრი იყო. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, აფხაზეთში წავიდა და როცა მტერმა, მისი რაზმი თითქმის მთლიანად გაანადგურა, შემდეგ სადესანტო-მოიერიშე ბატალიონს შეუერთდა. შრომასთან გამართულ ბრძოლებში დაიჭრა და კონტუზია მიიღო“,- აცხადებენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში.
მათივე ცნობით, ტატიანა 4 წელია შოტოკან-კარატეთია დაკავებული და, როგორც თავად ამბობს, ბავშვობის ნატვრა აისრულა, რადგან ყოველთვის იტაცებდა სპორტის ეს სახეობა.
აღსანიშნავია, რომ ტატიანას 9 წლის ვაჟი, ჯაბექ გულედანი, შოტოკან- კარატეთია გატაცებული და იუნიორთა შორის, საქართველოს ჩემპიონია.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს ტატიანა ქოროღლიშვილს საპრიზო ადგილის დაკავებას და მომავალში უფრო მეტი წარმატების მიღწევას უსურვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები