გორში სტიქიის შედეგად დაზარალებული სოფლების მოსახლეობამ მაგისტრალის გადაკეტვა სცადა

გორის შესასვლელში სეტყვის შედეგად დაზარალებული სოფლების მოსახლეობა აქციას მართავს.
ისინი თავდაპირველად მერიასთან შეიკრიბნენ და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს. აქციის მონაწილეებს გორის მერი შეხვდა და აქციის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა, რომ გორში ჩასვლას გეგმავს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, თუმცა შეკრებილთა ერთმა ნაწილმა ცენტრალურ მაგისტრალთან გადაინაცვლა და ავტობანის გადაკეტვა სცადა.
ავტომაგისტრალზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა შეკრებილებს მაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობის პარალიზების საშუალება არ მისცეს.
აქციის მონაწილეები მინისტრთან შეხვედრამდე დაშლას არ აპირებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები