შსს პატრიარქის ფონდში ქურდობის ფაქტს არ ადასტურებს

შს სამინისტრო პატრიარქის ფონდში ქურდობის ფაქტს არ ადასტურებს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ამ ეტაპის მონაცემებით, მოპარული არაფერია.
უწყების პრესსამსახურში განმარტავენ, რომ სამართალდამცველები ადგილზე მუშაობენ.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. დანაშაული თავისუფლების 3- დან 5 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისათვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პატრიარქის ფონდი გაქურდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები