რუსთავის ციხეში პატიმარმა მაკრატელი გადაყლაპა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის შენობაში ხმაურია. ერთ-ერთი მსჯავრდებულის დედა  თავის შვილზე უარყოფითი ზეგავლენის მოხდენაში შოთა ტრაპაიძეს ადანაშუალებს.
მისივე თქმით, თავის შვილს, რომელიც სასჯელს რუსთავის მეექვსე ციხეში იხდის, სამი დღეა, მაკრატელი აქვს მუცელში.
„ჩემი შვილია, რუსთავის მეექვსეში ზის და მასზე ზეწოლას შოთა ტრაპაიძე ახდენს. სადისტურად ექცეოდა ჩემს შვილს და ის იძულებული გახდა, ეს გაეკეთებინა – სამი კვირაა, მაკრატელი აქვს მუცელში. არანაირი რეაგირება  ყოფილა, არც ყურადღება, ჩემი შვილის ნახვის უფლებაც კი არ მაქვს“, – აცხადებს პატიმარის დედა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები