„დიდი ვალსი“ „ლიბერთისგან“ დაიწყო

26 მაისს „ლიბერთის“ ინიციატივით თბილისში, განახლებულ გოძიაშვილის ბაღის ტერიტორიაზე სპეციალურად უფროსი თაობისთვის ცეკვების პირველი საღამო გაიმართა. მსგავსი საღამოები მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება და „ლიბერთის“ სოციალური მედიის საშუალებით წინასწარ დაანონსდება.
„ლიბერთიმ“, სოციალური პასუხისმგებლობის ახალი პროგრამის ფარგლებში, არაერთი უპრეცენდენტო პროექტი წარმატებით განახორციელა. ასევე, მომხმარებლებისთვის საბანკო მომსახურების გაუმჯობესების პარალელურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს სერვისცენტრების განახლების პროცესიც.
„ლიბერთის“ სერვისცენტრები ტრადიციულად უფროსი თაობის თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მათთვის მთელი ზაფხულის განმავლობაში ქალაქის მასშტაბით შევქმნათ ისეთი გასართობი და დასასვენებელი სივრცეები, სადაც ჩვენს თანამოქალაქეებს, ასაკის მიუხედავად, ახალი ურთიერთობების დასამყარებლად, გართობისა და გამაჯანსაღებელი აქტივობის შესაძლებლობა ექნებათ”. – განაცხადა „ლიბერთის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები