ნინო ლომჯარია: უნდა გამოვიჩინოთ მაღალი პოლიტიკური კულტურა და ფარულ ჩანაწერებზე მასალები არ გამოვიყენოთ პოლიტიკურ დისკუსიაში

„როდესაც ვრცელდება უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერი, მასზე კომენტარის გაკეთება ან მისი გამოყენება ოპონენტის წინააღმდეგ ამორალურია”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტში ერთ-ერთი დეპუტატის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ფარული ჩანაწერების წინააღმდეგ პოლიტიკოსებმაც უნდა შეძლონ გარკვეული შეთანხმების მიღწევა.
„როდესაც ვრცელდება უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერი, მასზე კომენტარის გაკეთება ან მისი ოპონენტის წინააღმდეგ გამოყენება ამორალურია და ვფიქრობ, რომ, ალბათ, პოლიტიკოსებს შორისაც უნდა იყოს გარკვეული პოლიტიკური შეთანხმება თუ კულტურა, რომ ასეთი მასალები მაშინ, როცა გამოძიება ამ მიმართულებით ეფექტური არ არის, არ გამოვიყენოთ პოლიტიკურ დისკუსიაში, რადგან ამით კიდევ უფრო ვქმნით იმ გარემოს, რომ ე.ი. ასეთი მასალები საჭიროა და ეფექტურია პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ამიტომ, ალბათ, ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ მაღალი პოლიტიკური კულტურა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები