ჩინეთის გრან პრიდან ქართველი ძიუდოისტები ორი მედლით ბრუნდებიან

ჩინეთის გრან პრიზე გამარჯვება ორმა ქართველმა ძიუდოისტმა, გიორგი პაპუნაშვილმა და ლევან მატიაშვილმა მოიპოვა. ქართული დელეგაცია სამშობლოში 2 მედლით ბრუნდება. ინფორმაციას ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს.

პაპუნაშვილმა 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჯერ ამერიკელ კოლტონ ბრაუნთან, შემდეგ კი კუბელ ივან ფილიპე სილვა მორალესთან იბრძოლა და დაამარცხა. გიორგიმ ნახევარფინალში იაპონელ კენტა ნაგასავასთან დათმო ბრძოლა.

მატიაშვილმა რეპეშაჟში ჩინელი შაოტონგ იუანგსი და გერმანელი იოჰანეს ფრეისი დაამარცხა, რის შედეგადაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

24-25 მაისს გამართულ ტურნირში 43 ქვეყნის 301 სპორტსმენი მონაწილეობდა. ჩინეთის ქალაქ ჰუშში გამართულ შეჯიბრზე 6 ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები