,,შავნაბადა“ ლარსის გამშვებ პუნქტთან, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ კონცერტზე, სპეციალურად შერჩეული რეპერტუარით წარდგა

აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი ,,შავნაბადა“ ლარსის გამშვებ პუნქტთან, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ კონცერტზე, სპეციალურად შერჩეული რეპერტუარით წარსდგა. ფოლკლორულმა ანსამბლმა ქართველი და უცხოელი მაყურებლის წინაშე უნიკალური მუსიკალური ნიმუშები წარმოადგინა.

ანსამბლ “შავნაბადასთან” ერთად, კონცერტში მონაწილეობას ანსამბლი “ერისიონი” და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლებიც იღებდნენ.

ღონისძიების ფარგლებში მოწვეულ სტუმრებს, ტურისტებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ საინტერესო საგამოფენო სივრცეები, სადაც წარმოდგენილი იყო უნიკალური ისტორიული და საარქივო ფოტომასალა.

ცნობისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე ფინანსთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები