26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში, საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ საკუთარი სტენდი წარმოადგინა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღის, 26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, გამოფენა – „თბილისის ისტორიული სამისამართე აბრები“ წარმოადგინა. სპეციალურ სტენდზე, დამთვალიერებელს საშუალება აქვს, იხილოს სხვადასხვა საუკუნის, სხვადასხვა დიზაინისა და შინაარსის ქუჩის სამისამართე აბრები.

როგორც თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, თბილისის საკრებულო და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია 26 მაისის ღონისძიებებში საკუთარი სტენდით პირველად არის წარმოდგენილი.

„ჩვენს გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა საუკუნის, სხვადასხვა დროის, ეპოქის ქუჩის სამისამართე აბრების ნიმუშები, რომლებსაც ქალაქში ვხვდებოდით. დღეს ვხედავთ, რომ ამ მიმართულებით თბილისის დიზაინი საკმაოდ ხშირად იცვლებოდა. ძალიან საინტერესო გამოფენა გამოვიდა. ბევრი ადამიანი ინტერესდება, ჩერდებიან და კითხვები აქვთ. ჩვენც მზად ვართ, ყველა კითხვას ვუპასუხოთ,“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის მიერ წარმოდგენილი თბილისის სამისამართე აბრები თბილისის ისტორიის მუზეუმშია დაცული. ერთი წლის წინ, კომისიის ინიციატივით, თბილისის საკრებულოში თბილისის ისტორიული სამისამართე აბრების გამოფენა საკრებულოში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები