4 წლის გოგონას მდგომარეობა, რომელიც თემქაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან გადმოვარდა, უკიდურესად მძიმეა

4 წლის გოგონა, რომელიც თემქაზე საცხოვრებელი კორპუსის 7 სართულიდან გადმოვარდა, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, მას სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

როგორც პედიატრიული “პრივატ კლინიკის” გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკატერინე ჩხარტიშვილი აცხადებს, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

„პაციენტი კლინიკაში 13:20 წუთზე შემოიყვანეს. მას აღენიშნებოდა მრავლობითი მოტეხილობა, ფილტვის დაჟეჟილობა, კეფის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა, მალების ამოვარდნილობა. იმყოფება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ. ამ ეტაპზე, გადაუდებელი ქირურგიული დახმარება პაციენტს არ ესაჭიროება“, – თქვა ეკატერინე ხვედელიძემ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 124 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებლობით მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები