„ახალგაზრდა ადვოკატები“ ხვალ ახალ საკანონმდებლო წინადადებაზე მრგვალ მაგიდას გამართავს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ხვალ ახალ საკანონმდებლო წინადადებაზე მრგვალ მაგიდას გამართავს. წინადადების თემაა – საკუთრების შეძენა იურიდიული პირის წილებზე მხოლოდ აუქციონის გზით, რაც გარიგებებს გახდის გამჭვირვალეს, წილის ღირებულებას დაადგენს რეალური საბაზრო ფასით და ღია ტრანზაქციები ხელს შეუწყობს ბიზნესისა და სახელმწიფოს შორის ნდობისა და დიალოგის სამართლიან გარემოში ჩამოყალიბებას.

“წინადადების ავტორები საჭიროდ მიიჩნევენ საკითხებზე ფართო დისკუსიის უზრუნველყოფას  როგორც სამართლისა და ეკონომიკის სფეროს სპეციალისტებთან, ასევე – პოლიტიკურ პარტიებსა და ხელისუფლების შტოებთან. ორგანიზაციის პირველ სამუშაო შეხვედრაზე  პროფესიულ საზოგადოებას გაეცნო წინადადების მთავარი მიმართულებები, მიდგომები და რეკომენდაციები, რაც გათვალისწინებულ იქნება საკანონმდებლო წინადადების საბოლოო რედაქციის ჩამოყალიბებისა და წარდგენის პროცესში”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

შეხვედრას დაესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სამართლისა და ეკონომიკის სფეროს სპეციალისტები, პოლიტიკური პარტიები, ბეჭდური და ელექტრონული მედია. კანონპროექტის მომზადების პროცესში, ორგანიზაციის სამართლის ჯგუფი მონაწილეობდა. შეხვედრა ხვალ, 12:00 საათზე  სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ დაიწყება.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები