“გავრცელებული ინფორმაცია, რომ “ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციამ ჭიათურაში უცხოელი მაღაროელები ჩამოიყვანა, სიცრუეა”

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ “ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციამ ჭიათურაში უცხოელი მაღაროელები ჩაიყვანა და მათი მეშვეობით აღადგინა ქარხნის მუშაობა, კომპანიაში არ ადასტურებენ.
როგორც ირკვევა, ჭიათურაში გერმანელი სპეციალისტები იმყოფებიან, რომლებმაც მანგანუმის მადნის გამამდიდრებელი ფაბრიკა ააგეს და, ამ ეტაპზე, ისინი ოპერირებას ახორციელებენ.
შესაბამისი კომენტარი “კვირასთან” მადნის გამდიდრების სამმართველოს უფროსმა, მალხაზ ასანიძემ გააკეთა.
“გავრცელებული ინფორმაცია, რომ, თითქოს, ადმინისტრაციამ უცხოელი მაღაროელები ჩამოიყვანა, სიმართლეს არ შეესაბამება. ადგილზე იმყოფებიან გერმანელი სპეციალისტები, რომლებმაც ააგეს ფაბრიკა, დაამონტაჟეს შესაბამისი დანადგარები და, ამ ეტაპზე, ახორციელებენ ოპერირებას. ეს სამუშაოები ჯერ კიდევ შარშან გეგმის ფარგლებში დაიწყო. ამ დროისთვის, სამი გერმანელი სპეციალისტი ჭიათურაში იმყოფება. ისინი უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას ფაბრიკის მშენებლობასა და შესაბამისად აღჭურვაში, ახლა კი ხორციელდება ოპერირება, რათა საწარმოო სიმძლავრეზე პარამეტრების გაყვანა მოხდეს. ეს არის და ეს”, – განაცხადა მალხაზ ასანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები