ლონდა თოლორაია: შესაძლოა, სოფელ აღაიანში მოკლული ჩვილის მამის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს

„15 წლის პირთან ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირიც კი დანაშაულია – მიმდინარეობს გამოძიება ნათესავური კავშირების დადგენის მიზნით“, – ამის შესახებ შს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ სოფელ აღაიანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარისას განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, დადგება თუ არა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არასრულწლოვან გოგონასთან სქესობრივი კავშირის გამო, ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ ეს არის დანაშაული და გამოძიება ამ მიმართულებითაც მუშაობს.
„აღნიშნული საქმის ფარგლებში გამოძიება მუშაობს ამ მიმართულებითაც. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, გოგონა დაორსულების დროისთვის ნამდვილად იყო 15 წლის. 15 წლის პირთან ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირიც კი არის დანაშაული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ნათესავური კავშირების დადგენის მიზნით და ამის შემდგომ დღის წესრიგში დადგება შესაბამისი პირის პასუხისმგებლობის საკითხი“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები