თბილისში ორსართულიანი სახლის აივანი და კედელი ჩამოინგრა – მოსახლეობა ევაკუირებულია

თბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩის N 10-ში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის აივანი და კედლის ნაწილი ჩამოინგრა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევა დღეს, რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ჩამონგრევის გამო საცხოვრებელი სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია დროულად განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები