გიორგი კაკაურიძე: ლარის გაუფასურება გვაქვს მხოლოდ დოლართან მიმართებით

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში ლარის გაუფასურების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ ამის მიზეზი, სავარაუდოდ, მოლოდინებია, რომლებიც ბაზარზე მოთამაშე სუბიექტებს აქვთ.
მისივე თქმით, ლარის გაუფასურება სხვა ვალუტასთან მცირეა, ან თითქმის არ არის.
“ფუნდამენტური მაკროეკონომიკური საფუძველი ლარის გაუფასურების არ არსებობს. შესაბამისად, მაკროეკონომიკურ ფაქტორებს ლარზე გავლენა არ აქვს. გაუფასურების მიზეზი, სავარაუდოდ, არის მოლოდინები, რომლებიც აქვთ ბაზარზე მოთამაშე სუბიექტებს. ჩვენ თუ შევხედავთ გაუფასურებას, გვაქვს მხოლოდ დოლართან მიმართებით. სხვა ვალუტასთან მიმართებით გაუფასურება არის ძალიან მცირე ან თითქმის არ არის”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები