ადიდებულმა მდინარე ლოჭინმა ბროწეულას მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა

0

უხვმა ნალექმა ბროწეულას აგარაკების ტერიტორიაზე მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა.
დასახლებიდან რამდენიმე მეტრში ადიდებულმა მდინარე ლოჭინმა მიწის მასა მოწყვიტა და სახნავ-სათესი ადგილები დატბორა.
მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებას ითხოვს.
გარდაბნის მერის მოადგილის განცხადებით, შეიქმნება კომისია, რომელიც საპროექტო სამუშაოებს ჩაატარებს. ასევე, შესაძლოა, მდინარის ერთ-ერთ შენაკადს, რომელიც პრობლემას ქმნის, კალაპოტი შეეცვალოს.
“საჭიროა ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება და მერია მზადაა ამ საკითხთან დაკავშირებით, ადგილობრივებს შუამავლობა გაუწიოს ინფრასტრუქტურის სამსახურებთან”, – განმარტა რევაზ ეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი