თბილისში, ძლიერი წვიმის გამო, საგანგებო სიტუაციების სამსახურში 36 გამოძახება დაფიქსირდა

0

თბილისში, ძლიერი წვიმის შედეგად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 36 შეტყობინება დაფიქსირდა – ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, გადაუდებელი წვიმის შედეგად ეზოები დაიტბორა და მოსახლეობა წლის ამოტუმბვას ითხოვდა.
უწყებაში განმარტავენ, რომ გამოძახებები, ძირითადად, ისნის, სამგორის, ჩუღურეთისა და ორთაჭალის დასახლებებიდან დაფიქსირდა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ, თბილისში წუხანდელი გადაუდებელი წვიმის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მთელი ღამის განმავლობაში გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი