10:00 საათის მონაცემებით, საჯარო სკოლაში 11 150 პირველკლასელი დარეგისტრირდა
დღეს საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო. 10:00 საათის მონაცემებით, საჯარო სკოლებში 11 150 პირველკლასელია რეგისტრირებული.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, რეგისტრაციის პროცესი შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს.
მათივე მონაცემებით, მინიმალური აქტივობა რაჭაში დაფიქსირდა, სადაც, ამ დროისთვის, მხოლოდ ერთი პირველკლასელია დარეგისტრირებული. აქტიურობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი თბილისშია.
დეტალურ ინფორმაციას უწყება მოგვიანებით გაავრცელებს.