მარიამ ჯაში, ერეკლე ტრიპოლსკი და გია ჟორჟოლიანი თბილისის 173-ე საჯარო სკოლის ბოლო ზარის ღონისძიებას დაესწრნენ

მარიამ ჯაშმა, ირაკლი ტრიპოლსკიმ და გია ჟორჟოლიანმა ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისი მიულოცეს თბილისის 173-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს.

თბილისის 173-ე საჯარო სკოლა წელს 120-მა მოსწავლემ დაამთავრა, რომელთაგან 22 ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია.

როგორც სკოლის დირექტორმა, ლია თუშურმა აღნიშნა, სკოლა მედალოსნების სიმრავლით გასულ წელსაც გამოირჩეოდა.

„გასულ წელს გვყავდა 22 მედალოსანი, აქედან 17 ოქროს მედლით დაჯილდოვდა. მათი უმრავლესობა სასწავლო გრანტის სრული დაფინანსებით ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებლებში”, – განაცხადა ლია თუშურმა.

2017-2018 სასწავლო წლის მედალოსნებს ოქროსა და ვერცხლის მედლები განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა, პოეტმა, ტარიელ ხარხელაურმა, მსახიობმა, გია ჯაფარიძემ, კომპოზიტორმა, ვაჟა დურგლიშვილმა, ენათმეცნიერმა, ავთანდილ არაბულმა გადასცეს.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა მოსწავლეებს სკოლის დამთავრება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ცხოვრების ყოველი შემდგომი ეტაპი იქნება მხოლოდ და მხოლოდ წარმატებებით სავსე”, – მიმართა მარიამ ჯაშმა მეთორმეტეკლასელებს.

ამ დღეებში საქართველოს სკოლებში 38 000 მეთორმეტეკლასელისთვის დაირეკა ბოლო ზარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები