შოთა გულბანი: ქრისტინა ლაგარდის აქ ყოფნა ნიშნავს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს ბოლო პერიოდში საქართველოს საფინანსო სექტორში განხორციელებულ რეფორმებს

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) პრეზიდენტი, შოთა გულბანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს.
„დღეს მქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელ მადამ კრისტინა ლაგარდთან, რომელიც პირველად იმყოფება საქართველოში. ეს არის უმაღლესი დონისა და მნიშვნელობის ვიზიტი. მისი აქ ყოფნა ნიშნავს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს ბოლო პერიოდში საქართველოს საფინანსო სექტორში განხორციელებულ რეფორმებს, რომელიც ერთი მხრივ, სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრებას გულისხმობს, ხოლო მეორე მხრივ, სესხების შემოსავლებთან მიმართებით კოეფიციენტების დაწესებას. ეს რეფორმები საფინანსო სექტორში მომწიფებული სისტემური რისკების მნიშნელოვანი პრევენციაა და სავალუტო ფონდი ამ მოსაზრებას სრულად იზიარებს. საბედნიეროდ, დღეს მქონდა შესაძლებლობა, რომ ქალბატონ ლაგარდისთვის პირადად ამეხსნა ეს პროცესები, მათ შორის – ვალების განულების პროგრამის ეკონომიკური ეფექტი. მან სრულად გაიზიარა ჩემი პოზიცია“, – წერს სოციალურ ქსელში ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) პრეზიდენტი.
ცნობისთვის, სსფ-ს ძირითად მიზანს გლობალური მონეტარული თანამშრომლობის, საერთაშორისო ვაჭრობის, მაღალი დასაქმებისა და სიღარიბის შემცირების გზებით  ეკონომიკური ზრდისა და ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა წარმოადგენს.
2017 წელს სსფ-ს მხარდაჭერით საქართველოში 3-წლიანი პროგრამა დაიწყო, რომელიც „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის” (EFF) ფარგლებში 285 მილიონი აშშ დოლარით ფინანსდება. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მიაღწიოს ინკლუზიური ზრდის მაღალ ტემპს, უზრუნველყოს ქვეყნის ფისკალური მდგრადობა, შეამციროს ეკონომიკის მოწყვლადობა საგარეო შოკების მიმართ, გააძლიეროს ფისკალური და მონეტარული ინსტიტუციები და გააუმჯობესოს ფინანსური და სოციალური დაცვის მექანიზმები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები