კრისტინ ლაგარდი: საქართველომ დიდი გზა გაიარა და უნდა გააძლიეროს რწმენა საკუთარი ვალუტისადმი

„საქართველოს ეკონომიკა სუსტია გარე რისკების მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვხედავთ ზეწოლას ვაჭრობისა და ფინანსური რყევების ფონზე“, – ამის შესახებ სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველმა დირექტორმა, კრისტინ ლაგარდმა სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, საქართველომ დიდი გზა გაიარა და საკუთარი ვალუტისადმი რწმენა უნდა გაიძლიეროს.
„საქართველოს ეკონომიკა სუსტია გარე რისკების მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვხედავთ ზეწოლას ვაჭრობისა და ფინანსური რყევების ფონზე. პოლიტიკის განმსაზღვრელებმა შეიძლება, დაიცვან ქვეყანა ამ რისკებისგან ძალიან სრულყოფილად. უნდა ჰქონდეს ქვეყანას გაცვლითი კურსის მოქნილობა, რადგან ეს არის დამცავი ბუფერი, რაც საქართველოს აძლევს კონკურენტულ უპირატესობას; ეს არის ეკონომიკა, რომელსაც გარე მოთხოვნა განაპირობებს და ეს სისუსტე საქართველოში შესამცირებელია.
რაც შეეხება საგარეო რეზერვების გაზრდასა და განვითარებას – უნდა განხორციელდეს გონივრული, ფინანსური ფულადსაკრედიტო პოლიტიკა. მე რამდენადაც ვიცი, ახლა ხდება მიმოხილვა ამისა და არის ერთი გამოთქმა: იჩქარე ნელა! – ეს მგონი, კაპიტალური ბაზრის განვითარებას საქართველოში ნამდვილად ეხება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასე კოორდინირებულად ხდება რეგიონში ამ მიმართულების განვითარება. შემდგომი ნაბიჯები გადასადგმელია ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით, გრძელვადიანი ადგილობრივი ობლიგაციების გამოშვებით და ყოველივე ეს კოორდინირებულად უნდა მოხდეს მეზობლებთან (კავკასიის, ცენტრალური აზიის რეგიონში).
ჩვენ მიგვაჩნია, რომ შეიძლება, კიდევ უფრო შემცირდეს უცხოურ ვალუტაში ნომინირებული სესხები, რადგან დოლარიზაცია ბევრ კომპანიასა და შიდა მეურნეობას დაუცველ პოზიციაში აყენებს და მათ ფინანსურ მდგრადობას უშლის ხელს. საქართველომ დიდი გზა გაიარა და უნდა გაიძლიეროს რწმენა საკუთარი ვალუტისადმი. ამ მიმართულებით წინსვლა რეალიზებულია ბანკების საბალანსო უწყისების გაძლიერებით, ფინანსური განათლების განვითარებითა და შემდგომი ნაბიჯები გადასადგმელია ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით, გრძელვადიანი ადგილობრივი ობლიგაციების გამოშვებით და ეს ყველაფერი ძალიან სწორად და კოორდინირებულად უნდა მოხდეს მეზობლებთან, განსაკუთრებით – ცენტრალური კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში“, – განაცხადა კრისტინ ლაგარდიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები