თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება, დროებით, შეეზღუდება

დღეს  თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება, დროებით, შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, ვაკის რაიონში 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, ფალიაშვილის, წყნეთის, თაქთაქიშვილის, არაყიშვილის, ნინო რამიშვილის, ირაკლი აბაშიძის, ყიფშიძის, გაბაშვილისა და ლეოპოლდ ბილფელდის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), გერაძის, ყურაშვილის, ყუშიტაშვილის, ძმები კარბელაშვილების, გოდერძი ჩოხელის, სიხარულიძის, პეტრიწის, სიხარულის, აკაკი გელოვანის, აკაკი ბაქრაძის, გურამ ნიჟარაძის, ივანე სარიშვილის, ნიკოლოზ ჩაჩავასა და კატო მიქელაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიმიტრი თავდადებულისა და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძისა და შავგულიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
დიდუბის რაიონში 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, IV კვარტლების, აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), სლავა მეტრეველის, იამანიძის, ბათუმის, ბელიაშვილისა და მიქელაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ჩუღურეთის რაიონში 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, მარჯანიშვილის, ჩხეიძისა და უზნაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ნაძალადევის რაიონში 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის IV კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის IV კვარტლისა და ლევან რჩეულიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
სამგორის რაიონში 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი დიდი ლილოსა და იუმაშევის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები