ანა მიქელაძე: თინა ბოკუჩავას უბნიდან გამოყვანა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად მოხდა

„თინა ბოკუჩავას უბნიდან გამოყვანა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად მოხდა“, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბნიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას გაძევების ფაქტს გამოეხმაურა.
მისივე განმარტებით, თინა ბოკუჩავა არ არის უფლებამოსილი, რომ საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდეს.
„საარჩევნო კანონმდებლობით დეტალურად არის გაწერილი საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის უფლება-მოვალეობანი. თინა ბოკუჩავა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულია როგორც წარმომადგენელი. საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, ის წარმოადგენს თავის დამნიშნავ სუბიექტს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ურთიერთობაში და ამდენად, ის არ არის უფლებამოსილი, რომ საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდეს. ეს არის მხოლოდ საკანონმდებლო მოთხოვნა და შესაბამისად, ამის გამო მოხდა თინა ბოკუჩავას უბნიდან გაყვანა”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
ცნობისათვის, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი თინათინ ბოკუჩავა ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბნიდან პირადობის არქონის გამო გააძევეს. ბოკუჩავას ხმის დათვლის პროცესზე დასწრება სურდა, თუმცა კომისიის წევრებმა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე უბანზე არ შეუშვეს და ის სამართალდამცველებმა გაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები