ცესკო: ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში 89 საჩივარი დაიწერა

„ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში, ჯამში, 89 საჩივარი დაიწერა“, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაზე მეტი საჩივარი ზუგდიდში დაიწერა.
„44 საჩივარი ზუგდიდში, 21 მარნეულში, 16 ხულოში, 6 ზესტაფონში, თითო-თითო კი ოზურგეთსა და თბილისში.
საჩივრები ძირითადად, ტექნიკური ხასიათისაა.
ამავდროულად, დღეს ცესკო-ს ცხელ ხაზზე შევიდა 209 ზარი, ონლაინ ჩატში კი 56 ტექსტური შეტყობინება“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები