კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, „ნაცმოძრაობის“ ლიდერის განცხადებებს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები შესაბამის შეფასებას მისცემენ

“დარწმუნებული ვარ, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები შესაბამის შეფასებას მისცემენ იმ განცხადებებს, რასაც ჩვენ ვისმენდით „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის მხრიდან”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„პროვოკაციები თუ ვინმესგან შეიძლება იყოს მოსალოდნელი, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ ზუგდიდში. ამაზე ისინი ღიად საუბრობდნენ, ღიად საუბრობდა მათი ლიდერი. არავის არ მიეცემა არეულობის შემოტანის შესაძლებლობა. თუ დაფიქსირდება კანონის დარღვევა, გადაცდომა, ჩვენი მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება. ჩვენ ხმებსაც დავითვლით, ხმებსაც დავიცავთ, არანაირი პრობლემა არ იქნება და ჩრდილი არ მიადგება ჩატარებულ არჩევნებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პირდაპირ საუბრობდნენ არეულობის შემოტანაზე, კონკრეტულ უბნებზე არჩევნების ჩაშლაზე, დაპირისპირებაზე, ჩხუბზე. მათი ლიდერიც გამოდიოდა და ამაზე საუბრობდა. ეს არ არის პირველი არჩევნები, როდესაც ჩვენ ასეთ განცხადებებს ვისმენთ.

დარწმუნებული ვარ, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები შესაბამის შეფასებას მისცემენ იმ განცხადებებს, რასაც ჩვენ ვისმენდით „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის მხრიდან დღეს. დარწმუნებული ვარ, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება და გაკეთებული იქნება მათი მხრიდან განცხადებები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები